ამ ბლოგში მე გაგაცნობთ ულამაზეს და საოცარ სათაფლიის მღვიმეს

  • დავათვალიეროთ სათაფლია.

  • დავათვალიეროთ სათაფლია.

  • დავათვალიეროთ სათაფლია.

  • დავათვალიეროთ სათაფლია.

  • დავათვალიეროთ სათაფლია.

Sunday, 2 June 2019

ტექნოპარკი - "ადგილი, სადაც შეგიძლია შენი ოცნებები რეალობად აქციო"

რა არის ტექნოპარკი? ეს არის ადგილი რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სადაც მუდმივად ახალი გამოგონებები იქმნება. მთელ ამიერკავკასიაში მსგავსი ადგილი არ არსებობს.

ორი დღის წინ მომეცა უნიკალური საშუალება მომენახულებინა ტექნოპარკი. ნანახიდან
ყველაზე მეტად მოვიხიბლე 3D პრინტერით და მერსედესისა და BMW მანქანების მოდელით. აღსანიშნავია ხეზე გრავირებისა და ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე ბეჭვდის მოწყობილობებიც. ტექნოპარკში აგებენ რობოტებსაც. სატრენინგო ოთახში ბავშვებს ასწავლიდნენ რობოტიკასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.
თუმცა ყველაზე მეტად ტექნოპარკში მომეწონა ის, რომ იქ ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ საინტერესო, განსხვავებული და განსაკუთრებული იდეები, მაგრამ არ გააჩნიათ საჭირო ფინანსები, ან ბოლომდე არ აქვთ დამუშავებული ეს იდეა, ტექნოპარკი მათ საშუალებას აძლევს თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ. 

ტექნოპარკში ეს ადამიანები გადიან კონსულტაციას, მათ აძლევენ რჩევებს და ეხმარებიან თავიანთი იდეის პროტოტიპის დამზადებაში. თან ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებენ.

ტექნოპარკში ტარდება კონკურსებიც, სადაც გამარჯვებულ ახალგაზრდებს თავიანთი იდეის განსახორციელებლად 100 000 ლარს აძლევენ.

ვფიქრობ, რომ ტექნოპარკი შესანიშნავი ადგილია, იმიტომ რომ, ის ახალგაზრდებს, მომავალ თაობასა და ამასთანავე ჩვენს ქვეყანასაც განვითარებაში ეხმარება.

გააზიარე:

Thursday, 30 May 2019

საქართველო ღირშესანიშნაობებით სავსე ქვეყანაა




საქართველო ღირშესანიშნაობებით სავსე ქვეყანაა. სადაც არ უნდა წახვიდე, რომელი კუთხეც არ უნდა მოინახულო თვალწინ გადაგეშლება უამრავი ისტორიული თუ ბუნებრივი ძეგლი. ამ ბლოგში მე ვისაუბრებ სათაფლიის მღვიმეზე, რომლის მონახულებასაც არ ინანებთ და რომელიც მნახველს გულგრილად არასდროს ტოვებს.




გააზიარე:

სათაფლია საქართველოს თვალი

სათაფლია საქართველოს თვალია...

სათაფლია

ამ ბლოგში მე გაგაცნობთ ულამაზეს და საოცარ სათაფლიის მღვიმეს

Powered by Blogger.

ჩემ შესახებ

ახალი პოსტები

სია

ნიმუში

თემის მხარდაჭერა