
ყველაზე მეტად მოვიხიბლე 3D პრინტერით და მერსედესისა და BMW მანქანების მოდელით. აღსანიშნავია ხეზე გრავირებისა და ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე ბეჭვდის მოწყობილობებიც. ტექნოპარკში აგებენ რობოტებსაც. სატრენინგო ოთახში ბავშვებს ასწავლიდნენ რობოტიკასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.
თუმცა ყველაზე მეტად ტექნოპარკში მომეწონა ის, რომ იქ ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ საინტერესო, განსხვავებული და განსაკუთრებული იდეები, მაგრამ არ გააჩნიათ საჭირო ფინანსები, ან ბოლომდე არ აქვთ დამუშავებული ეს იდეა, ტექნოპარკი მათ საშუალებას აძლევს თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ.

ტექნოპარკში ტარდება კონკურსებიც, სადაც გამარჯვებულ ახალგაზრდებს თავიანთი იდეის განსახორციელებლად 100 000 ლარს აძლევენ.
ვფიქრობ, რომ ტექნოპარკი შესანიშნავი ადგილია, იმიტომ რომ, ის ახალგაზრდებს, მომავალ თაობასა და ამასთანავე ჩვენს ქვეყანასაც განვითარებაში ეხმარება.
მშვენივრად გადმოცემ ნანხს და ხსნილ მასალას
ReplyDeleteკარგი გოგო ხარ