ამ ბლოგში მე გაგაცნობთ ულამაზეს და საოცარ სათაფლიის მღვიმეს

რას მოვინახულებთ?




სათაფლიის ნაკრძალი გაშენებულია 350 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც შეგვიძლია ვიხილოთ იშვიათი ჯიშის ხეები, როგორიცაა: წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და კიდევ ბევრი სხვა მათი მსგავსი. ნაკრძალში ვიხილავთ უნიკალურ მღვიმეებსა და კლდეებს დინოზავრების ნაკვალევით.  სათაფლიის ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორც მტაცებელი, ისე ბალახისმჭამელ დინოზავრთა ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი დინოზავრებისაგან განსხვავდებიან და "სათაფლიაზაურუსების" სახელით არიან ცნობილნი. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია: ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, კურდღელი, ციყვი, შველი იშვიათად თუ გვხვდება, სამაგიეროდ ბევრი ფრინველია. ახლა კი მღვიმეს მივუბრუნდეთ. იქ სამი ულამაზესი დარბაზია, სადაც სტალაქმიტები და სტალაგმიტები ნათურებითაა განათებული. ბოლო დარბაზში არის გული ფორმის ქანდაკება. ამბობენ, რომ თუ შიგნით ხელს ჩაყოფთ და სურვილს ჩაიფიქრებთ აუცილებლად აგისრულდებათ. სათაფლიაში მართლაც რომ ყველა ოცნება რეალობად იქცევა.











0 comments:

Post a Comment

სათაფლია საქართველოს თვალი

სათაფლია საქართველოს თვალია...

ამ ბლოგში მე გაგაცნობთ ულამაზეს და საოცარ სათაფლიის მღვიმეს

Powered by Blogger.

ჩემ შესახებ

ახალი პოსტები

სია

ნიმუში

თემის მხარდაჭერა